
იერუსალიმში, მაცხოვრის წმიდა საფლავზე გარდამოვიდა ცეცხლი, რომელსაც მორწმუნე ქრისტიანების ნაწილი ღვთის ნებით გარდამოვლენილ ზეციურ ცეცხლად მიიჩნევს.
ცეცხლი სრულიად პალესტინისა და წმიდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილე მესამემ მიიღო და მორწმუნეებს მიულოცა.
ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი მაცხოვრის საფლავთან ყოველ წელიწადს სრულდება. ტრადიციას საფუძველი მე-16 საუკუნეში ჩაეყარა.