
სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ჟურნალისტის შეკითხვას, ღირს თუ არა საპასუხო სანქციების დაწესება უკრაინისთვის, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში შესვლა ფასიანი გახადა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შეფმა შეურაცხმყოფელი რეპლიკით უპასუხა.
„არა, რა სანქციები, სინაზეა საჭირო...“, - ირონიულად განაცხადა მან და ზურგსუკან მდგარ დაცვის თანამშრომელს მოუხმო, რომელსაც უთხრა:
„მოდი, ახლა მე რაღაცას ვიყვირებ, შენ კი მიირბინე მასთან (მიანიშნა ჟურნალისტზე) და დაიწყე სასტიკი ძალადობა“, - ამის შემდეგ ჟირინოვსკიმ რამდენჯერმე წამოიძახა: „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! რას ელოდები, მოეხვიე, აკოცე მას!“, - მიმართა პოლიტიკოსმა დაცვას, რომელიც ჟურნალისტ გოგონას მოეპოტინა, თუმცა მას და ჟურნალისტს შორის სხვა კოლეგები ჩადგნენ:
„რას აკეთებთ, ქალი ორსულადაა, სხვათა შორის!“, - მიმართა ჟირინოვსკის „ინტერფაქსის“ ჟურნალისტმა, თუმცა, ჟირინოვსკი ამან ვერ შეაჩერა და მას მიუბრუნდა:
„თქვენ ვინ გეკითხებათ? ის კმაყოფილია და თქვენ რა გესაქმებათ? თქვენ მოგიწევთ, დატოვოთ „ინტერფაქსი“!“, - ამის შემდეგ ჟირინოვსკი დაცვას მიუბრუნდა: „გაყარე აქედან ეს ლესბოსელები!“, ხოლო ორსულ ჟურნალისტს მიაძახა: „ფეხმძიმე ქალი არ უნდა მუშაობდეს, ის სახლში უნდა იჯდეს და ბავშვს უფრთხილდებოდეს!“.
შეურაცხყოფილი ჟურნალისტები პოლიტიკოსისგან საჯარო ბოდიშს ითხოვენ. მათ უკვე მიმართეს წერილით დუმის ხელმძღვანელობას.