
საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა.
შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პირველმა პირმა უკვე მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც შეწყალებულია 95 მსჯავრდებული.
პრეზიდენტის განკარგულება გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.