კრამატორსკისკენ, სადაც გუშინ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ჯავშანტრანსპორტიორთა კოლონა მიიწევს.
კოლონაში სამი ჯავშანტრანსპორტიორია, ბორტზე შეიარაღებული ჯარისკაცებით. უკრაინულ მედიაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ესენი უკრაინის შეიარაღებული ძალების ის ჯარისკაცები იყვნენ, ომლებიც რუსი ოკუპანტების მხარეს გადავიდნენ.