კრიზისის გადაწყვეტა უკრაინაში ძალიან მარტივი იქნება, თუკი რუსეთი დათანხმდება გადახედოს საკუთარ პოზიციას - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუკი რუსეთი გაიყვანს თავის ჯარს უკრაინის საზღვრიდან და შეწყვეტს სეპარატისტების დახმარებას, კრიზისი ქვეყნის აღმოსავლეთში მალე დასრულდება:
„საკითხის გადაჭრა არ იქნება რთული იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაიწყებს დიალოგს უკრაინასთან და გაიყვანს ჯარს უკრაინის საზღვრიდან“-აცხადებს კარნი.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებიც. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის განლაგების კომენტირებისას კი, კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ თვითონ ეს ფაქტი, რომ ჯარი იქ დგას, უკვე წარმოადგენს დესტაბილიზაციის საფუძველს.