-
2014-04-16 10:23
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ აგრძელებენ იტალიის რამდენიმე ქალაქთან საქმიან, სვაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს საერთაშორისო, მიღებული ნორმების გვერდის ავლითა და პროცესში ოფიციალური თბილისის ჩართვის გარეშე.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში მისი ვიზიტის დეტალებზე ჰყვება და აღნიშნავს, რომ იტალიის ექვს ქალაქთან მჭიდრო თანამშრომლობაა დაგეგმილი: "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცადა, ამ პროცესისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა", - განაცხადა ჩირიკბამ. აფხაზურმა ტელევიზიამ კი ეთერში გაუშვა იტალიაში ვიაჩესლავ ჩირიკბას ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც თავდაპირველად იტალიურ ტელეარხზე გავიდა.