-
2014-04-14 13:45
საქართველოს პრემირმინისტრის განცხადებას მორატორიუმთან დაკავშირებით, თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა ფარისევლობას უწოდებს.
უგილავას განცხადებით, სამართლიანი კრიტიკა დაგროვდა, რადგან წინასაარჩევნო გარემო შიზოფრენიამდე მიდის:
“დღეს გახდა ჩემთვის ცნობილი, რატომ დამსდევდნდნ ფურცლებით ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ზუგდიდსა და ბათუმში უწყების ჩასაბარებლად, რატომ დამიბარეს თბილისში დაკითხვაზე, როცა წინასასრჩევნო კამპანიისთვის ზუგდიდში უნდა ვყოფილიყავი. გასაგებია ისიც, რატომ დამკითხეს ღამით. ორშაბათამდე ბევრი რამ ჰქონდათ მისასწრები.
არსებობს მთავარი კითხვა - რას უშვება ღარიბაშვილი მისი სიმამრისა და შს სამინისტროს ერთობლივ კვერცხოსნების პროექტს. აპირებს თუ არა ალაგმოს ეს თავნებობა და ვრცელდება თუ არა მათზეც ეს მორატორიუმი. უფრო მეტიც, როდესაც პრეზიდენტი გუშინ ევროპის მოედანზე სიტყვით გამოდიოდა, ღარიბაშვილის და მისი სიმამრის ტიტუშკები მეტეხის პლატოდან კვერცხებით იყვნენ ჩასაფრებული და სპეციალურ სამსახურებდს მოუწიათ მათი გაყვანა”, - განაცხადა უგულავამ.