სეპარატისტები დანებებას არ აპირებენ, უკრაინული არმიის კოლონა კი მარიუპოლისკენ მიმავალ გზაზე დღეს დილით გადაიღეს - უკრაინაში, შესაძლოა, წუთი-წუთზე დაიწყოს ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია.
ქალაქი მარიუპოლი დონეცკის ოლქში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქში სეპარატისტებს სამთავრობო და ძალოვანი სტრუქტურების შენობები აქვთ დაკავებული, მათ მომხრეებს იარაღი დაურიგეს და მის დაყრას არ აპიერებენ.