ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში სპეცოპერაცია უახლოეს საათებში დაიწყება, თუ რუსეთის მომხრე აქტივისტები არ დაყრიან იარაღს და არ გაათავისუფლებენ სამთავრობო შენობებს.
მათ ვადა დილამდე, თბილისის დროით 11:00 საათამდე ჰქონდათ. ულტიმატუმს წუხელ როსტოვიდან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოეხმაურა.
იანუკოვიჩმა, რომელმაც ბრიფინგი ყოფილ გენპროკურორთან ერთად გამართა, შეერთებული შტატები უკრაინაში სამოქალაქო ომის გაღვივებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით სპეცოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება ტურჩინოვმა და ძალოვანმა მინისტრებმა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.