გია ნოდია მანჩო გიორგობიანს „კოხორას“ ადარებს და მსგავსება-განსხვავებაზე წერს

Image

პოლიტოლოგი გია ნოდია მანჩო გიორგობიანს ცნობილ „კოხორას“ ადარებს და მათ შორის მსგავსებებსა და გამსხვავებებზე საუბრობს.

 

პოლიტოლოგი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

 

„მანჩო გიორგობიანი პირველ რიგში, სასაცილოა, თან ძალიან სასაცილო, და ეს განაპირობებს მისი პოპულარობის თხუთმეტ წუთს, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

 

ოღონდ ის მხოლოდ სასაცილო არაა: ბუნებრივი სიტყვაშეხამებაა „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, თუმცა ეს ზედმეტად მელოდრამატული მგონია.

 

სასაცილოობის კუთხით „კოხორა“ გამახსენდა, გალელი მეგრელი, რომელსაც ორიოდ წლის წინ ჰქონდა ვარსკვლავობის 15 წუთი და მერე დავივიწყეთ (მე პირადად დიდხანს ვერ გავიხსენე მისი სახელი).

 

მსგავსება აშკარაა: ადამიანი რაღაც საშუალებების გავლენის ქვეშაა, დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს, თან ცდილობს, ისე დაიკავოს თავი, ვითომ ძალიანაც რაციონალურად აზროვნებს („ეს არის ჩემი კომენტარი“), ამას თან ერთვის სპეციფიკური კილო (ერთ შემთხვევაში მეგრული, მეორე შემთხვევაში - ვაკური).

 

განსხვავება ისაა, რომ, კოხორასგან განსხვავებით, მანჩოს ელიტურობის პრეტენზია აქვს, ქვეყნის ყველაზე ელიტური უბნის განსახიერებად აღიქმება და, მეტიც, აზროვნების ეს წესი (აზროვნება - ეს "გრომკო გავარია", მაგრამ აბა რა დავარქვა) არის პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას (იმისგან დამოუკიდებლად, ვის მოხვდება კვერცხი და ვის - არა).

 

მხოლოდ ეს აქცევს მანჩო გიორგობიანის ფენომენს უფრო სერიოზული ანალიზის ღირსად, ვიდრე კოხორა იყო“, - წერს გია ნოდია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !