თენგიზ გუნავა: „ძნელია, აქ უყურებდე ციხეში მყოფი მეგობრების ფოტოებს“ (ვიდეო)

Image

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ, რომელიც დღეს ზუგდიდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაიონის გამგებლობის კანდიდატად დაასახელა, განაცხადა, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილთან, რომელიც მათ ანაკლიაში მიუვარდა, პრეტენზია არა აქვს:

 

„ანაკლიაში ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა გაჩერებულ პროექტებზე, ჩვენ სულ ხუთი ვიყავით. შეაწუხეს 100-ეულობით ადამიანი და მოგვისიეს. იმ ხალხთან მე პრეტენზია არ მაქვს, ეს ოროსანი მთავრობა მათ აიძულებს, რომ ჩვენ მოგვივარდნენ“, - თქვა თენგიზ გუნავამ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში იმ მეგობრების როლი, რომლებიც ახლა ციხეებში არიან, ძალიან დიდია:

 

„მე არ შემიძლია არ აღვნიშნო რომან შამათავას (კუდ-ის აფხაზეთის განყოფილების ყოფილი უფროსი, რომელიც ხურჩაში ტერაქტის მოწყობის ბრალდებით იხდის სასჯელს, - რედ.) ღვაწლი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. კობა თოდუას ღვაწლი, რომლის მამაც აქ დგას დღეს.

 

ეს ხალხი არის რუსული სპეცსამსახურების მსხვერპლი და ამას ახორცილებს დღეს მთავრობა. ძალიან რთულია იდგე აქ და უყურო უახლოესი მეგობრის სურათს, რომელიც უსამართლობის გამო ზიან ციხეში, ძალიან რთულია, უყურო ამ ყველაფერს“, - თქვა გუნავამ.

 

"ლაივპრესის" ვიდეომასალა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?