-
2014-04-12 21:06
მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეკრებილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად სურათები გადაიღო, შეხვედრა დასრულებულად გამოცხადდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრის დასრულებისთანავე ქალაქის ცენტრალურ ხეივანში მდგარ ხმის გამაძლიერებლებში, საიდანაც ჰანგები მთელი ქალაქის მასშტაბით ისმის, ბერა ივანიშვილის სიმღერები გაისმა. გამაძლიერებლებს მიერთებული აუდიოტექნიკის სამარტავი პულტი უშუალოდ რაიონის გამგეობის შენობაში მდებარეობს და რეპერტუარს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტები არჩევენ.
აპარატურა ჯერ კიდევ 2006 წელს დამონტაჟდა, ხოლო 2008 წლის სექტემბერში, როცა რუსი ოკუპანტების სამხედრო ტექნიკამ ზუგდიდის ცენტრი გაიარა და ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთში გადავიდა, დინამიკებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და პატრიოტული სიმღერები ისმოდა.
2007 და 2009 წლებში ზუგდიდში ოპოზიციის მიტინგების ჩატარების დროს დინამიკებში ცნობილ „მიშა მაგარიას“ რთავდნენ.