ზუგდიდში ბაჩო ახალაიას მიმართვა წაიკითხეს: „რუსეთის დამონებულ ქვეყნებში ადამიანებს არასდროს უცხოვრიათ ღირსეულად“

Image

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ციხიდან გამოგზავნილი ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრის ბაჩო ახლაიას მიმართვა წაიკითხა.

 

მიმართვაში ბაჩო ახალაია ბიძინა ივანიშვილს „ახალ ორჯონიკიძედ“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არ იყოს წარმატებული:

 

“ნურავის ჰგონია, რომ დღეს პუტინს თბილისში მხოლოდ ტანკებით უნდა შემოსვლა. პუტინის მთავარი ამოცანაა შიდასამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და სწორედ ამის ნიშანია ის პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

 

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ორჯონიკიძის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არ იყოს წარმატებული.

 

მე ამისთვის გავწირე ჩემთვის სიცოცხლეზე მეტად ძვირფასი რამ – თავისუფლება. მესმის, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან უჭირს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანების კეთილდღეობა არსებობს მხოლოდ თავისუფალ ქვეყნებში, მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც ადამიანთა თავისუფლება განსაზღვრავს ადამიანთა ცხოვრებას.

 

რუსეთის დამონებულ ქვეყნებში ადამიანებს არასდროს უცხოვრიათ ღირსეულად და თავისუფლად“ - აცხადებს ბაჩო ახალაია მხარდამჭერებისადმი მიმართვაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !