მანჩო გიორგობიანი ვანო ჯავახიშვილს "ვანოს შნირ ვანოს" უწოდებს, საზოგადოებას კი ბოდიშს უხდის (ვიდეო)

Image

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ სკანდალურად ცნობილი ოპონენტის მანჩო გიორგობიანის კადრები გავრცელდა, სადაც ის „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ბრიფინგის დაწყებამდე საუბრობდა, გიორგობიანმა საჭიროდ მიიჩნია, განმარტებები გაეკეთებინა.

 

ამ მიზნით დღეს მანჩო გიორგობიანმა ისევ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბს მიმართა, მანამდე კი „ვანოს შოუს“ წამყვანს ვანო ჯავახიშვილს უპასუხა, რომელმაც გიორგობიანის კადრები შოუს რუბრიკაში ვიდეომარგალიტები“ გამოიყენა და განაცხადა:

 

„მანჩო გიორგობიანი - არის ასეთი ქალბატონი, რომელიც პოპულარულია ტავის კვადრატში...“; „არა, მორწმუნე არის, როგორ არა, მორწმუნეა, მაგრამ ცოტა ეშმაკის ხათრიც აქვს...“.

 

მანჩო გიორგობიანმა ვანო ჯავახიშვილს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე უპასუხა, „ვანოს შნირი ვანო“ უწოდა და „საკუთარ კვარდატში გამოსეირნებას“ დაჰპირდა:

 

„ვანოს შნირს ეჩვენება რომ გამაშაყირა ,,ჩემს კვადრატში-ვაკეში" (თან ვაკელი რომ არ ვარ)))) ., თუ პროსტა საკუთარი აუხდენელი ოცნება გაახმოვანა? ქე რომ ვერასდროს აიხდენს , 2 ბიძინა რომ დაუდგეს !

 

დავეეფრთხე საკუთარ თავზე, ისე მომეწონა...!

 

შეე უბედუროო)))) მე კი გამოგასეირნებ ჩემს კვადრატში, შემოგატარებ, მაგრამ შენ რა გშველება , მხოლოდ შენი გახრწნილი ლეშის გარშემოწერილობის კვადრატი რომ გაქვს!

 

"ხმა არ მაქვს" ...................................".მამა გაბრიელის ზეთს წაგისვავ , გადამეკიდა პადრუგა"............. " მთელი ფეისბუქი ტრუპებში ვარ" (ყველას გახსოვთ რა ხდებოდა, ხან ვიხი, ხან ვისი,, ლამის სამხარაულის ექსპერტიზა მოვიწვიეთ როდის, რანაირად, ვდრებდით სხვადასხვა წმინდანებსაც, -ვინ გვკითხავდა ჩვენ? მამა გაბრიელი რომ გამოჩნდა და ვიხილეთ, მაშინ დამთავრდა ეს საგიჟეთი - არ იყო ესე თუ?! .......... "ვამბობ- ნუ დებთ ხალხნო, უხერხულია" ...... "წამისვა და მართლა მომირჩა, მომივიდა "..

 

და რა ვთქვი მიუღებელი? მეზარება რიგებში, მეზარება ფეხით სიარული და არ შემიძლია ამ ჭეჭყვებში დგომა..! 1000-ჯერ გადამარჩინა ღმერთმა სიკვდილს, რატო რა , რიგიდან რიგში რომ გადავდიოდი??? ვისაც უნდა მივა ამ რიგში და ვისაც არ უნდა არ მივა ძალააა?

 

შენ არ, ან ვერ მიხვალ ღმერთთან, ის მოვა შენთან, როცა საჭირო იქნება...თუ იმას შეხედავს, ეს რიგში იდგა და მივალ ამასთან და ეეეესსს რიგში დაუდგომელი არრრ დამანახოთოოო?!“.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოში მამა გაბრიელის შესახებ გამოთქმულ მის მოსაზრებებს, მანანა გიორგობიანმა ამასთან დაკავშირებით დღეს ბოდიში მოიხადა:

 

„პრაიმტაიმში, პრესკონფერენციაზე ჩემი ფარულად ჩაწერილი ვიდეო გახდა ძალიან პოპულარული და ამან ბევრი პრობლემა გამოიწვია. მე თვითონ ვხარხარებ ამ ვიდეოზე, მაგრამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია იმ ტექსტებმა, რომელიც ახლდა ამ ვიდეოს. მთელ საქართველოს მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი სახელითაც და იმ ადამიანის სახელითაც ვინც ეს ვიდეო ფარულად ჩაიწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა. მესმის მისიც, რადგან ეს მოიტანა მიშას განათლებამ“, - აცხადებს ის.

 

„უზნეობაა სოციალურ ქსელებში წმინდანის ფოტოების გარჩევა. ლამის სამხარაულის ექსპერტიზა მოიწვიეს იმის დასადგენად გახრწნილი იყო თუ არა ცხედარი და ფეხი ჰქონდა მოჭმული, თუ ხელი. ღმერთიც და მამა გაბრიელიც გეხმარება თუ შენ ამას იმსახურებ და არა იმიტომ, რომ გრძელ რიგში დგომას ახერხებ თუ ვერა“, - ასე განმარტავს გიორგობიანი მამა გაბრიელის შესახებ გამოთქმულ თავის მოსაზრებებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !