
,,თუ ვინმეს სჭირდება გადამზადება, ბატონო ბიძინა, ესენი არიან თქვენი უმრავლესობის წევრები,“–,,რუსთავი 2“–ის იუმორისტულ შოუში ინგა გრიგოლიამ ბიძინა ივანიშვილს ურჩია, რომ ჟურნალისტების გადამზადებამდე სჯობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გადაამზადოს.
,,ჟურნალისტები თავისით გადამზადდებიან. ისე კარგი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს ასეთი იდეა გასჩენოდა თავის დეპუტატები რომ გადაემზადებინა. საპარლამენტო უმრავლესობას ვგულისხმობ.
ასე რომ ჩამოუყვანეთ ტრენერები და ამზადეთ და ამზადეთ, იქნებ ორ წელიწადში დებატებში მაინც დაჯდნენ,“– გრიგოლიამ ვანოს შოუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმრავლესობის დეპუტატების მიყვანა გადაცემაში ძალიან რთულია და სულ რამდენიმე სპიკერი თანხმდება სტუდიაში მისვლას.
,,ჰყავთ რამდენიმე სპიკერი და დადიან, დადიან, დადიან, ერთ პარასკევს ჩემთან არიან, მეორე პარასკევს შუბლაძესთან და პირიქით. ამდენი ადამიანი რისთვის ზის პარლამენტში ვერ გავიგე,“– ამბობს ჟურნალისტი.
მისი თქმით, ასეთივე პრობლემაა პრეზიდენტთან და მის პრესსამსახურთან ურთიერთობის მცდელობისას.