
მღვდელი მიტის საგრაფოდან, YouTube-ის სენსაცია მას შემდეგ გახდა, რაც ლეონარდ კოენის „ალილუია“ შეასრულა.
მღვდლის, რეი კელლის მიერ მოწყობილი „სიურპრიზი“ წყვილისთვის, რომლებიც „ძველ სასახლეში“ ჯვარს იწერდა, YouTube-ზე ატვირთვიდან 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ვიდეოზე კარგად ჩანს დამსწრე აუდიტორიის შოკირებული სახეები.
„ჩვენი ეკესიის მრევლმა კარგად იცის, რომ მე ვმღერივარ, მაგრამ ეს წყვილი ჩვენი ეკლესიის მრევლი არ არის. მე გავაფრთხილე ისინი რეპეტიციაზე, რომ ვიმღერებდი, მაგრამ მთლად ამას არ ელოდებოდნენ, მე მგონი“-იხსენებს მღვდელი.
მამა რეი კელლიმ აცრემლებამდე მიიყვანა პატარძალი ლიუ და ნეფე კრის ო’კეინი. მომღერალი მღვდელი ახლა ცდილობს შეითავსოს ახალი ამპლუაც, ვინაიდან მთხოვნელი მისგან ჯვრისწერის რიტუალის შესრულებაზე უამრავია.
ეკლესიაში მსახურობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, წელს რეი კელლი გეგმავს გამოუშვას საქველმოქმედო ალბომი.