
წამებში ჩატეული წლები - ასეც მოიხსენიებენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის სარეკლამო ვიდეოს, სადაც ორი ბავშვის მაგალითზე აღწერილია ფეხის ადგმა, სიარულის სწავლა, დაცემა, ტირილი, პირველი განსაცდელი...
ყველა ამ ეპიზოდში პატარებთან დედები არიან, რომელიც ხელს უწვდიან, წამოაყენებენ, უვლიან, ეფერებიან, ცრემლებს წმენდენ პატარებს და ბოლოს, უკვე ხანშიშესული, წარმატებული შვილების სიხარულის თანაზიარნი ხდებიან.