
ვანში მომხდარი ტრაგედიის გახმაურებისთვის, სასწრაფო დახმარების ექიმს პოლიციიდან დაურეკეს ჯერ გალანძღეს, შემდეგ კი ვანის პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს.
დილით ,,ნიუპრესმა“, სწორედ სასწრაფოს ექიმის ნაამბობზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანში მამაკაცმა თავი იმის გამო მოიკლა, რომ შვილს უსახსრობის გამო გადაუდებელ ოპერაციას ვერ უკეთებდა.
ამ წუთებში ვანის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელმა, ვანის სასწრაფოს თანამშრომელი, ნაირა კიკაბიძე განყოფილებაში ქუთაისიდან წაიყვანა.
კიკაბაძემ, რომელმაც newpress.ge–ის ვანში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა, ამბობს, რომ ვანის პოლიციის სამმართველოს უფროსმა დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"დამირეკა და მლანძღა რა გალაპარაკებდაო. რატომ გაავრცელე ინფორმაციაო. არ ვიცი რას მიპირებენ. შეიძლება, სამსაუხურიც დამაკარგინონ," - აცადებს ნაირა კიკაბიძე.
"მე არ ვიცი რაზეა დაბარებული, მითხრეს რომ მოვსულიყავი აქ და წამეყვანა ეს ქალბატონი," - ამბობს ვანის რაიონის პოლიციის სამმართველოს წარმომადგნელი, რომელმაც კიკაბიძე ვანის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა.
ვანში მომხდარ ტრაგედიაზე newpress.ge-ის ინფორმაცია ვანის სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა მიაწოდა. მისი განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში 13 წლის გოგონასთვის გადაუდებელი ოპერაციის დაუფინანსებლობის გამო, ტრაგედია მოხდა.