-
2014-04-11 09:16
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დღეს, 10 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა დაუშვებელია.
“ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა”, – ნათქვამია პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.