ხიდაშელი: „რუსეთი მოდის, იპყრობს, მონიშნავს მორიგ შესრულებულ დავალებას და წინ მიიწევს“

Image

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს დელეგაციის წევრმა თინა ხიდაშელმა ევროპარლამენტარებს შეახსენა, რომ იმის მიუხედავად, გაუწევ თუ არა ანგარიშს რუსეთს, ის თავის დამპყრობლურ გეგმებზე უარს მაინც არ ამბობს.

 

სესიაზე თინა ხიდაშელის გამოსვლის ტექსტი რესპუბლიკურმა პარტიამ გაავრცელა:

 

„დღეს ამ ასამბლეას მივმართავ როგორც საქართველოს მოქალაქე, ქვეყნის რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს.  კოლეგებო,   ხშირად მომისმენია – ნუ გააღიზიანებთ.  ფიქრობთ რომ ეს არის პასუხი?  

 

ნება მომეცით, მცირედი ისტორია გაგახსენოთ. ეს იყო სწორედ “ნუ გააღიზიანებთ” პოლიტიკა, რის გამოც 2008 წელს ბუქარესტში საქართველოს უარი უთხრეს სამოქმედო გეგმაზე.

 

მაშინ მსოფლის ლიდერები თვლიდნენ, რომ რუსეთი დააფასებდა მათ დამოკიდებულებას, ანგარიშის გაწევას რუსეთის "ლეგიტიმური" შიშებისა და ინტერესებისათვის  და რა ფასი გადავიხადეთ ყველამ ერთად ამ "დაფასებაში"?  

 

რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ციდან, მიწიდან, ზღვიდან, დაბომბა ჩვენი ქალაქები, ბულდოზერით გადაუარა ქართულ სოფლებს, მოაწყო ეთნიკური წმენდა. დღესაც იგივე გრძელდება ქვეყნის ბორდერიზაციით.

 

ვიცი, თქვენი ნაწილი ეხლა ფიქრობს, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა არ დაუტოვა არჩევანი?!  ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ იმის მიუხედავად  რუსულ პროვოკაციებს უპასუხებ,  თუ თავს შეიკავებ, დღეს უკვე ფაქტია რომ, მსგავს შედეგებს იღებ.

 

რუსეთი მოდის, რუსეთი იპყრობს, მონიშნავს მორიგ შესრულებულ დავალებას და წინ მიიწევს.   ეს არის პუტინის გზა  ეს არის „კაგებეს“ მეთოდი  ეს არის "მადლობა გაგებისათვის"  ტიპის პასუხი რუსეთის მხრიდან,  როდესაც თქვენს სისუსტეს ხედავს.

 

ბატონი პუტინი სისტემატიურად ასრულებს თავის მიზანს - შექმნას ალტერნატიული, იმპერიული ცივილიზაცია, რომელიც ეფუძნება ძალას და ძალადობას.   მისი ამბიციები ნათელია  - აფართოებს იმპერიას,   - აფართოებს წინა და უკანა ეზოების ტერიტორიებს, -ადგენს საერთაშორისო თამაშის ახალ წესებს,  ქმნის ალტერნატიულ, მის საერთაშორისო სამართალს.

 

მან იცის რას აკეთებს და კარგად აკეთებს.   ჩვენ რას ვაკეთებთ? რა მიზანი გვაქვს?  რაზე ვკამათობთ დღეს?  რას არ ვეთახმებით?   - არის თუ არა ოკუპაცია ცივილიზებული სახელმწიფოს წესების წინაღმდეგ?  - არის თუ არა ანექსია მსოფლიო წესრიგის საწინაღმდეგო?   - დავივიწყოთ უკრაინა და საქართველო. 

 

არის თუ არა ადგილი იმ სახელმწიფოსათვის ჩვენს გვერდით, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ყველა მუხლს?   თუ პასუხი ამ კითხვებზე ცალსახაა, მაშინ დღეს ამ დარბაზში კენჭისყრა უნდა იყოს ერთსულოვანი.  

 

ჩვენ ყველას გვაქვს ოცნება, რომ ერთ დღეს გავიღვიძებთ და  რუსეთში  დემოკრატია  იქნება, მაგრამ მანამდე ერთსულოვნად უნდა ვუთხრათ უარი იმათ, ვინც ხმას აძლევს აგრესიას, ოკუპაციას და ანექსიას“, –განაცხადა თინა ხიდაშელმა ევროპის საბჭოში გამოსვლის დროს. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?