
მანჩო გიორგობიანი, რომელსაც „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ნიკა მელიასთან ბრიფინგის დაწყებამდე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელებსა და მედიაში გაუვრცელეს, „ფეისბუქზე“ წერს, რომ მამა გაბრიელზე ტყუილი არაფერი უთქვამს.
„და რა ვთქვი ასეთი მამა გაბრიელზე ცუდი???აზრი იყო ასეთი - ხმა საერთოდ არ მქონდა, წამისვა ჩემმა პადრუგამ და მართლა მომირჩათქო "მართლა მომირჩაზე" რომ ხმაა ჩაწეული, მოუსმინეთ და მიხვდებით ვახხხხ არ ჩანდა???
დავჯექი და ხმა ამომდიოდა!!! უბრალოდ ამდენი აჟიოტაჟის მერე, ამანაც მამა გაბრიელის ზეთი მაქვსო- ამან გამახალისა..
დანარჩენს დავცინდი იმ საზოგადოებას, ვინც ყველა რაკურსიდან, ლამის სამხარაულის ექსპერტიზა ჩაუტარა და თან მილიონჯერ დადეს სხვა ფოტოები...
მოუსმინეთ წესიერად... ესეც ვთქვი: მორწმუნე ვარ, მაგრამ არ შემიძლია რაღაც-რაღაცეები.. ხომ არ მოვიტყუები?! ისიც ვთქვი, რომ მინდა ვიყო კარგი , მაგრამ არ გამომდისთქო...
ასჯერ მაქვს დაწერილი... წმინდანის ამოსვენება, არის საეკლესიო კანონიკა, თავისი წესებით. და ფეისბუკში გასარჩევი არ არისთქო!
აბა ჩემთვის, მცხეთაში რომ წავყოლილვარ ჩემს დას, იქაც წმინდანი იყო მამა გაბრიელი და სახლშიც მაქვს დიდი ფოტო.
ჩემს გარდაცვლილ დას უყვარდა განსაკუთრებით, ჯერ მარტო მაგიიტომ არ ჩამოვხსნი არასდროს... მოუსმინეთ წესიერად...გამგები გაიგებს...“, - წერს მანანა გიორგობიანი.
ამავე დროს, მანანა გიორგობიანი წერს, რომ ვიდეო პორტალებზე არასრული სახით აიტვირთა და მოჭრილია ის მონაკვეთი, სადაც ამბობს, რომ თბილისის მერის არჩევნებში ხმას არ მისცემს ნარმანიას, ხოლო დიმიტრი ლორთქიფანიძეზე "დაფიქრდება". დილის საათებში მანჩო გიორგობიანმა ასევე დაწერა, რომ კომპიუტერში ყველაფერი არეულია და მისით ნორმალურად ვერ სარგებლობს, რის გამოც ფიქრობს, რომ კიბერშეტევა მოუწყვეს.