„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს კანონის მიხედვით პასუხი აგებინოს თავდასხმების მონაწილეებს

Image

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ოპოზიციური პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ერთის მხრივ კანონის მიხედვით პასუხი აგებინოს თავდასხმების მონაწილეებს, მეორე მხრივ კი, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი გამოვლინებების ორგანიზებისაგან:

 

"10 აპრილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქციები ანაკლიაში, თბილისში, თელავსა და წყალტუბოში გახდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმების ობიექტი. "ქართული ოცნების" მობილიზებულმა აქტივისტებმა ჩაშალეს აღნიშნული ღონისძიებები, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, არ მისცეს მათ ჟურნალისტებთან საუბრის შესაძლებლობა. მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მიეცა თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას.

 

აღსანიშნავია, რომ თავდასხმები მოხდა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელშეწყობით. კერძოდ, ისინი შესაძლებელი გახდა "ნაციონალური მოძრაობის ლიდერების" მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მოსმენის შედეგად. სხვა შემთხვევაში სრულიად გამორიცხული იყო "ქართული ოცნების" აქტივისტებს სცოდნოდათ, რომელ რეგიონში, რომელ კონკრეტულ ადგილას, რომელ საათზე გეგმავდა წინასაარჩევნო ღონისძიებებს "ნაციონალური მოძრაობა". ამავე დროს, პრაქტიკულად ყველა აღნიშნული ინციდენტის შემთხვევაში, სამართალდამცავები ადგილზე გამოჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაპირისპირება დასრულდა.

 

10 აპრილის თავდასხმები არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკურ რეპრესიებსა და ძალადობაზე დამყარებული ტაქტიკის მორიგი გამოვლინება. წინასაარჩევნო ღონისძიებების ჩაშლა ფიზიკური თავდასხმების გზით შეუთავსებელია დემოკრატიულ მმართველობასთან. თუკი ამ ტიპის ბინძური და უკანონო მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება შეზღუდავს ოპოზიციური პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ შეფასდება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ეს კი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ევრო–ატლანტიკური საგარეო კურსის პერსპექტივას", – ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?