
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს, გიგი უგულავას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას კვერცხები ესროლეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან უგულავას საწინააღმდეგო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უფლებამოსილებაშეჩერებული მერის შენობიდან გამოსაყვანად სამართალდამცავთა ჩარევა გახდა საჭირო, მათ კორდონი გააკეთეს, თუმცა უგულავას დაცვამ მისი გამოყვანა ინციდენტის გარეშე ვერ შეძლო.
აქციის მონაწილეებმა გიგი უგულავა სხვადასხვა შეძახილებით გააცილეს.