
პროკურატურაში გია ხუროშვილს კითხავენ. საბურთალოს რაიონის გამგებელი საგამოძიებო ორგანოში უკვე ერთი საათია იმყოფება.
დაკითხვაზე შესვლამდე ხუროშვილმა ჟურნალისთვის კომენტარი გააკეთა:
„დაახლოებით 17 წელია საჯარო მოხელე ვარ, არასდროს არ ვყოფილვარ ჩანჩურა საჯარო მოხელე, რომელსაც არ შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება, რომელმაც არ იცოდა რა უნდოდა, აქედან გამომდონარე თითოეულ დღეზე, ჩემი წარსულიდან, ვარ პასუხისმგებელი, არ ვიცი რა პერიოდს ეხება ჩემი დაბარება, თუმცა, მზად ვარ რომ ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გავცე“, - განაცხადა ხუროშვილმა.