
"Россия сегодня"-ს გენერალურმა დირექტორმა, აშშ-ის მაუწყებლობის საბჭოს ოფიციალური წერილით აუწყა, რომ მოსკოვში 810 სიხშირეზე, „ამერიკის ხმის“ კონტრაქტი მაუწყებლობის შესახებ შეწყვეტილია.
"Россия сегодня"-არ იმუშავებს „ამერიკის ხმასთან“ ამის შესახებ მისმა გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი კისილევმა განაცხადა და დასძინა რომ „იგი არის სპამი მათ სიხშირეზე“. კისილევი თვლის, რომ რადიოსადგური მოსაწყენია და არ არის კრიტიკულად განწყობილი ამერიკის მიმართ. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი მაუწყებლობენ „იმ ქვეყნიდან“.
ყოველ შემთხვევაში „იმ ქვეყნიდან, რომელიც უკვე აღარ არსებობს.“- განაცხადა კისილევმა. დიმიტრი კისილევის წერილის შემდეგ, აშშ-ის მაუწყებლობის საბჭოს მეთაურმა ჯეფ შელმა განაცხადა, რომ რუსეთში სიტყვის თავისუფლება იზღუდება.