„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს

Image

დღეს ანაკლიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

 

"დღეს, 2014 წლის 10 აპრილს, ნაციონალურ მოძრაობას დაგეგმილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის ორგანიზება, სახელწოდებით "გაჩერებული საქართველო". მოძრაობის რამდენიმე ლიდერს უნდა ეჩვენებინა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში შეჩერებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, შეჯამების სახით გვსურდა საზოგადოებისთვის გაგვეცნო 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები რეგიონულოი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში.

 

აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა გუშინ საღამოს და რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლების პრეზენტაციები უნდა შემდგარიყო დღეს 13.30 საათზე.

 

დღეს, პრაქტიკულად, ყველა რეგიონში, სადაც უნდა გამართულიყო გაჩერებული და მიტოვებული პროექტების პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის, ხელისუფლებამ მოახდინა ათობით და რიგ შემთხვევაში ასობით პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომელთაც არ მისცეს საშუალება ჩვენს წარმომადგენლებს განეხორციელებინათ დაგეგმილი ღონისძიება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ.

 

ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი თელავში პარლამენტის წევრ ლევან ბეჟაშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, თბილისში, სადაც თბილისის მეორბის კანდიდატი ნიკა მელია უნდა გასაუბრებოდა ჟურნალისტებს, ანაკლიაში, სადაც თენგიზ გუნავას მიუვარდა 200–მდე ქართული ოცნების აქტივისტი და არ მისცა საშუალება მედიასთან ესაუბრა ანაკლიის პორტისა და ფოთის აეროპორტის შეჩერებული პროექტების შესახებ, წყალტუბოში, სადაც ასევე პარლამენტის წევრს გია თევდორაძეს ხელისუფლებამ დაახვედრა 4 ავტობუსი სავსე ოცნების აქტივისტებით.

 

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად, ყველა ამ შემთხვევაში, სამართალდამცავები გამოჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ რაც დასრულდა დაპირისპირება.

 

დღევანდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ახორციელებს უკანონო თვალთვალსა და მოსმენას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ. სხვა შემთხვევაში სრულიად გამორიცხული იყო ქართული ოცნების აქტივისტებს სცოდნოდათ დღეს რომელ რეგიონში, რომელ კონკრეტულ ადგილას, რომელ საათზე ვგეგმავდით პრეზენტაციების მოწყობას.

 

ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა უხეში გზით ხელი შეეშალა ნაციონალური მოძრაობის მიერ აქციის ორგანიზებისთვის, რომლის სახელწოდებაცაა "გაჩერებული საქართველო" – არის ირიბი აღიარება იმისა, რომ ქვეყანა დღეს ნამდვილად გაჩერებულია და მოკლებულია წინსვლის ყოველგვარ პერსპექტივას.

 

ჩვენ გვსურს შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ჩაშლა საკუთარი აქტივისტების დარაზმვითა და ფიზიკური დაპირისპირებით არის არაცივილიზებული ქცევა. ხოლო თუ ხელისუფლება ასე აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას, მომავალი არჩევნები არ და ვერ შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯსა და ევრო–ატლანტიკური საგარეო კურსის პერსპექტივას," - განაცხადა სერგო ჯაფარიძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?