-
2014-04-10 15:34
დაახლოებით ათ დღეში რადიო "უცნობი" ფორმატს შეიცვლის და თბილისის მასშტაბით მოძრავი მიკროავტობუსების მგზავრებზე იქნება ორიენტირებული - პროექტი გოგა ხაინდრავამ შეიმუშავა.
"ღია ბოქლომი" აქვეყნებს აუდიოინტერვიუს გოგა ხაინდრავასთან, რომელიც ამბობს, რომ შექმნა ორგანიზაცია "მომხმარებელთა საყურადღებოდ", თავის მხრივ კი ამ კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი მიკროავტობუსებთან, რათა რადიო "უცნობის" სიხშირის მოსმენა (და მხოლოდ ამ სიხშირის) შესაძლებელი იყოს თბილისის მიკროავტობუსებში:
"მოსმენა ყველას შეეძლება, მაგრამ მიკროავტობუსებში ტექნიკური ბაზის გადახალისება მოხდება და იქ მხოლო რადიო "უცნობის" სიხშირეზე მოქმედი "fm-ma" რადიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი. უშუალოდ რადიო "უცნობს" მიკროავტობუსებთან შეხება არა აქვს. დაახლოებით ათ დღეში ვვარაუდობთ ეთერში გასვლას ახალი ფორმატით, სადაც საუბარი იქნება თბილისისთვის აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე, პროექტი ჩემი შედგენილია", - უთხრა "ღია ბოქლომს" გოგა ხაინდრავამ.