სახალხო დამცველის განცხადებით, სოფელ ხურჩიდან ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს

Image

საქართველოს სახალხო დამცველი ხურჩის მოსახლეობაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩიდან მამაკაცი გაიტაცეს, რომელიც ყანაში მუშაობდა. ის რუსულ სამხედრო ბაზაზეა გადაყვანილი, რომელიც ხურჩის მოსაზღვრე, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მდებარეობს.

 

„დღეს მითხრეს ადგილობრივებმა, რომ მსგავსი ფაქტი გუშინაც დაფიქსირდა სოფელში. გუშინ საყანე მიწის დამუშავებისას ერთ-ერთი პირი გაიტაცეს და როგორც მითხრეს, რუს მესაზღვრეებს ბაზაზე ჰყავთ გადაყვანილი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

შეგახსენებთ, ხურჩა ის სოფელია, სადაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმინისტრი იმყოფებოდა და ახლადგარემონტებული გზის გახსნას დაესწრო. იმ დღეს, როცა პრემიერი ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში სიტყვით გამოდიოდა, კიდევ ერთი გატაცება მოხდა რუსი ოკუპანტების მხრიდან: მათ ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს.

 

რაც შეეხება სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილი ხურჩის საბავშვო ბაღში მოსახლეობას შეხვდა და სოფლის პრობლემები მოისმინა. ადგილობრივი მკვიდრის ნაზი ტუკვაძის განცხადებით, მათთვის მთავარ პრობლემას მიწების დამუშავება წარმოადგენს, რადგან სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

 

ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა ისიც, რომ ელექტროენერგიას ოკუპირებული რეგიონიდან იღებენ და ხშირ შემთხვევაში მისი სიმძლავრე დაბალი და გამოუსადეგარია.

 

უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ შეისწავლის ყველა პრობლემას, რომელიც სოფელში არსებობს და შესაბამის რეკომენდაციებს მთავრობას მიაწვდის.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?