-
2014-04-10 14:14
ანაკლიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაპირისპირება მოხდა. - ამის შესახებ livepress.ge იტყობინება.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის თენგიზ გუნავას განცხადებით, ისინი გაჩერებული მშენებლობების თაობაზე ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.
„მოვიდნენ და პროვოკაცია მოაწყვეს. ეს იყო „ქართული ოცნების“ ჯგუფი. მათ შორის იყვნენ წალენჯიხელი პეტრე კვარაცხელია და ადგილობრივი საშკა მოლაშხია. გადმოვიდნენ შეუარცხყოფებზე, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ეს ჩვეული მომენტია.
მათ აქვთ სერიოზული შიში, რომ ზუგდიდში არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს. ამიტომ განახორციელეს ეს ყველაფერი. იმედია სამართალდამცველებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება. მოდიან და უსირცხვილოდ ატყუებენ ხალხს.
ბრიფინგის ჩაშლაზე წამოვიდნენ, სადაც უნდა მესაუბრა იმ პროექტებზე, რაც ახალმა ხელისუფლებამ ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე შეაჩერა“, - უთხრა "ლაივპრესს" თენგიზ გუნავამ და დასძინა, რომ მომხდართან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
შენიშვნა: ფოტო შერჩეულია თემატური კავშირის პრინციპით და არ ასახავს აღწერილ ფაქტს