
30 წლის ინდოელი პაკირაპა ხუნაგუნდი ბავშვობიდან შეეჩვია აგურების კვნეტას და დღემდე ამ ჩვევას არ ღალატობს. აგურთან ერთად ის მიწასა და წვრილ კენჭებსაც მიირთმევს და ეს გრძელდება, უკვე 20 წელზე მეტია.
ყოველდღიურად მამაკაცი, მინიმუმ, სამ კილოგრამამდე აგურს მიირთმევს. საოცარი კი ის არის, რომ ასეთი დიეტა მის ჯანმრთელობას არ ვნებს - ინდოელს აბსოლუტურად ჯანმრთელი კბილები და საკვებმომნელებელი სისტემა აქვს.