ირაკლი ალასანია: თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები შეურაცხყოფილია...

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შს მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

ალასანიამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება ემსახურება იმას, რომ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო დესტაბილიზაციის მცდელობები:

 

„მე მსურს გითხრათ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი კომპეტენცია აქვს და მათი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია არ დაუშვას. ჩვენ დიდ წინსვლას ველოდებით და მათი ყურადრება კონცენტრირებული იქნება სხვადასხვა ფაქტორებზე. დღეს პრემირმინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ არაფერი აქ საგანგაშო არ არის. თავდაცვის სამინისტრო არის სრულ მზადყოფნაში რომ ნებისმიერი საფრთხე ჩვენი ძალების საშუალებით იყოს თავიდან აცილებული. ჩვენ ვაკონტროლებთ იმას, თუ რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი არაკეთილმოსურნე. ძალიან შეურაცხყოფილია თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალები როდესაც საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ისმის განცხადებები, რომლებსაც აბსოლუტურად ამორალური ხასიათი აქვს. მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას საქართველოში არავინ არ დაუშვებს, მსურს შევახსენო ყველას, რომ 2008 წელს 169 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა ჩვენი ქვეყნის დაცვას. როდესაც ზოგიერთი მოქალაქე გამოდის და ამორალურ განცხადებას აკეთებს, ეს შემაშფოთებელია, ვთხოვთ ყველას ძალიან წინდახედულად შეხედოს იმას, რა ხდება საქართველოში, სოკოებივით იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიერ არის დაფინანსებული“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

მინისტრის თქმით, უკრაინაში არსებული არეულობა გამოიწვია იმ განწყობამ, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის დაცვის შესაძლებლობა არ აქვს:

 

„თუ ობიექტურ ანალიზს გავუკეთებთ იმას რაც ხდება უკრაინაში, არის შიდა გათიშულობა, შეიქმნა ისეთი განწყობა რომ საკუთარ ჯარს არ აქვს საშუალება უსაფრთხოება უზრუნველყოს. ბოლო პერიოდში, ამოძვრნენ ისეთი ძალები არსაიდან, რომელბიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას აკრიტიკებდნენ. ჩვენ გვაქვს სრული მობილიზება გაკეთებული იმისათვის, რომ ასეთი რამ არ დავუშვათ. ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო საზოგადოებასთან ერთად ერთმუშტად უნდა იყოს შეკრული“, - განაცხადა ალასანიამ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ახალ ხელისუფლებას სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა ნებისმიერ ქვეყანასთან:

 

„ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობები გვინდა ყველასთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთანაც, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე“, - აღნიშნა ალასანიამ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?