„რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის უარყოფა დასჯადი უნდა გახდეს“

Image

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი გიორგი ბარამიძე გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის უარყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული გახდეს. ამის შესახებ ბარამიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

"ბოლო დროს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი გააოგნა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა აღმართა, ზოგიერთმა კი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია უარყო. რადგან დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ, სამწუხაროდ, აქტუალური გახდა, მიმაჩნია, რომ ამ ტენდენციის შესაჩერებლად, საჭიროა მსგავსი ქმედებები შეიზღუდოს და დასჯადი გახდეს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით. იმ პირობებში, როცა საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი ქურდული სამყაროს წევრობა და ამ სამყაროსთან იდეოლოგიური კავშირია, ალოგიკურია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის არა ნაკლებ საფრთხის შემცველი ქმედებები დაუსჯელი რჩებოდეს, მით უფრო მაშინ, როცა საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტები არსებობს. მაგალითად, ჰოლოკოსტის უარყოფა ცივილიზებული სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებში (ავსტრია, გერმანია, ბელგია, შვეიცარია, საფრანგეთი და ა.შ.) დასჯადია, ასევე სომხების გენოციდის უარყოფას კრძალავს არაერთი სახელმწიფო (საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, არგენტინა, შვეიცარია, ურუგვაი)

 

მიზანშეწონილად მიმაჩნია საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რომლის მიხედვით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება მუხლი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის უარყოფას დასჯად ქმედებად ჩათვლის. ასევე, მოხდება ცვლილებების ინიცირება "თავისუფლების ქარტიაში" და კომუნისტურ ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკასთან ერთად ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლიკის გამოყენებაც და მისი იდეოლოგიის პროპაგანდა კანონით აიკრძალება. კარგად მესმის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე, მაგრამ მიმაჩნია, რომ როგორც ძალადობისკენ მოწოდების აკრძალვა არ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ასევე მოძალადის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამართლების აკრძალვა არ უნდა განვიხილოთ გამოხატვის თავისუფლებიის შეზღუდვად", - აცხადებს ბარამიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?