ყირიმის შემდეგ კრემლი საქართველო-სომხეთის კონფლიქტს გააღვივებს

Image

ყირიმის შემდეგ კრემლი სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გაღვივებას შეეცდება. სწორედ ამას ემსახურება ჯავახელი სომხებისთვის რუსული პასპორტების დარიგება.

ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს, შესაძლოა, ზაფხულში, მას შემდეგ მიაღწიოს, რაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს,-ამის შესახებ გაზეთი ,,ვერსია“ წერს.

 

გაზეთის წყარო აცხადებს, რომ  ჯავახელი სომხები, რომლებსაც რუსული პასპორტები ექნებათ, ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციებს დაიწყებენ. ამ აქციებს, შესაძლოა, სისხლიანი პროვოკაციები მოჰყვეს, რაც რუსეთისთვის საბაბი იქნება, საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, ჯავახეთში არმია შეიყვანოს და ამ კონფლიქტში სომხური ჯარიც ჩართოს. სხვათა შორის, ეს ახალი სცენარი არ არის.

 

 

ამ სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს ექსპერტი მამუკა არეშიძე, ის ფიქრობს, რომ თუ რუსეთმა კვლავ შეზლო მსგავსი ქმედებების განხორციელბა, რაც ყირიმში მოხდა სცენარი საქართველოში გამეორდება.

 

“2006 წელს, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, ჯავახეთის რუსული პასპორტი 170- მა ადამიანმა აიღო. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთმა პატიოსანმა თანამშრომელმა შემატყობინა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს. პარალელურად, რუსეთში ამუშავდა სისტემა, რომელსაც “თანამემამულეების დახმარება” ეწოდება. ეს პროგრამა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანების, რომლებსაც რუსეთში ცხოვრების სურვილი აქვთ, დახმარებას გულისხმობს. როგორც რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, ეს პროცესი რუსეთის ტერიტორიაზე დემოგრაფიული კატასტროფის შესამცირებლად მიმდინარეობდა.

 

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: თუ რუსეთმა, ყირიმის მოვლენების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გეგმის განხორციელება შეძლო, საქართველოს საკითხიც იგივე მეთოდით “მოგვარდება”. ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით რთულია – ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწეროთ, სექტემბერში კი მაპ-ის საკითხიც უნდა გადაწყდეს. შესაძლოა, რუსეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დათმოს, მაგრამ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას არ დაუშვებს!” – აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

 

მისივე თქმით, აუცილებელია მოვლენების განვითარების თავიდან არიდების გზების მოძიება.

 

 

“ჩემი აზრით, დროებით პაუზა უნდა ავიღოთ და მოვლენების განვითარებას დავაკვირდეთ, რათა დანარჩენმა მსოფლიომ რუსეთს უკანდახევა აიძულოს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთი დამარცხებულია და ყირიმის მოვლენები არ შერჩება. მაპ-ზე უარის თქმა არასწორი იქნება, რადგან უკანასკნელ სავაჭრო თემაზე უარს ვიტყვით, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე, ამ პროცესის გადადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენათა განვითარება გვიკარნახებს. როცა ნატო- ს ერთ-ერთი მთავარი წევრი სახელმწიფო ამბობს, საქართველო ნატო- ს გზაზე არ დგასო, შესაძლებელია, კვლავ ბუდაპეშტის სამიტის მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ” – განაცხადა არეშიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?