ღარიბაშვილი: შს მინისტრმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ქვეყანაში

Image

"შს მინისტრმა იმ მიუღწეველ სურვილებზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს",- ასე შეაფასა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძის გუშინდელი განცხადება, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის დაწყებას გეგმავს და ევრომაიდნის თბილისში გადმოტანას აპირებს.

 


პრემიერი ვერ აზუსტებს, თუ რა ინფორმაციას ფლობს ჭიკაიძე, მაგრამ თვლის რომ მინისტრმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ქვეყანაში.


"რა ინფორმაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით, დეტალურად საუბარი ჩემგან არასწორი იქნება, ამაზე ისაუბრა მინისტრმა და ჯობია, რომ მან განმარტოს. მე ვფიქრობ, რომ რაიმე საგანგაშო მასში არაფერი ყოფილა. მინისტრმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ქვეყანაში და იმ მიუღწეველ სურვილებზე, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლებს რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას, ღარიბაშვილის მტკიცებით, თუ ვინმეს აღნიშნულის მცდელობა ექნება, ის ძალიან მკაცრად დაისჯება.

"ვერავინ გაბედავს რაიმე ფორმით, რაიმე სახით, რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ვინმეს ამის მცდელობა ან სურვილი ექნება, ის ძალიან მკაცრად დაისჯება- ვინც არ უნდა იყოს. მინდა ყველას მაქსიმალურად სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ, დაგამშვიდოთ და სრული პასუსხიმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?