
ამერიკის შეერთებული შტატები რუმინეთში F-16-ის ტიპის მოიერიშეებს აგზავნის. პენტაგონის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავები ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნაში ჩაერთვებიან, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში შავ ზღვაშია დაგეგმილი.
დამატებითი სამხედრო ტექნიკის მობილიზაციის შესახებ, ოფიციალური მოთხოვნა ალიანსს რუმინეთიდან თავდაცვის სამინისტრომ გაუგზავნა. თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ხელისუფლებამ საჭიროდ მიიჩნია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.
F-16-ის გარდა ვაშინგტონი რუმინეთს ცოცხალი ძალითაც დაეხმარება და ბაზებზე დამატებით 175 კაციან კონტიგენტს გაგზავნის.