-
2014-04-08 14:49
ხარკოვში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა საოლქო ადმინისტრაციული შენობები სეპარატისტული ძალებისგან მთლიანად გაწმინდეს.
შენობებში გაჩენილი ხანძარი კი ლიკვიდირებულია.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ოპერაციისას 70 ადამიანი დააკავეს. ისინი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილნი.
ოპერაცია ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე ჩატარდა, თუმცა ძალოვნებმა დაკავებულებისგან იარაღი ამოიღეს.
ანალოგიური ვითარებაა დონეცკშიც. ქალაქს ძალოვნები აკონტროლებენ. მსხვერპლით დასრულდა შეტაკება ნიკოლაევსკში. შეიარაღებული შეტაკებისას 10 ადამიანი სერიოზულად დაშავდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29