
53-ე სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ სკოლის ახალ დირექტორს, ეკა გახარიას სკოლაში არ შეუშვებენ. მოსწავლეები სკოლის შესასვლელთან არიან შეკრებილნი.
მოსწავლეები თანამდებობაზე სკოლის ძველი დირექტორის მარიამ რამინაშვილის დაბრუნებას ითხოვენ. სკოლის მოსწავლეებმა დღეს სკოლაში არც ის მასწავლებლები არ შეუშვეს, რომლებიც რამინაშვილის მოწინააღმდეგეები არიან.
მოსწავლეებმა სკოლასთან განათლების სამინისტროდან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია გამართეს.