-
2014-04-08 13:51
,,იმარატ კავკაზის“ ლიდერი ლიკვიდირებულია,–ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.რუსეთის ფედერალური სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა ტერორისტული დაჯგუფება ,,იმარატ კავკაზის" ლიდერის, დოკუ უმაროვის სიკვდილი დაადასტურა.
,,ოპერატიულ-საბრძოლო ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია ,,იმარატ კავკაზის" ლიდერი დოკუ უმაროვი ლიკვიდირებულია" - განაცხადა ალექსანდრ ბორტნიკოვმა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტგამოცემამ ,,კავკაზცენტრი" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად დოკუ უმაროვი მოწამეობრივი სიკვდილით გარდაიცვალა.