-
2014-04-08 13:39
ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ,,ფეისბუქით" შს მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს ოპოზიცია საქართველოში ევრომაიდნის გადმოტანას აპირებს და ამისთვის ,,ზონდერ ჯგუფებს უკვე წვრთნის“.
როგორც რურუა ფიქრობს, ამ განცხადების გაკეთების შესახებ ჭიკაიძემ დავალება იმ პირისგან მიიღო, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აღარ გრძნობს და შეუძლია დაუსჯელად დაუშვას შეცდომები.
,,ევრო-მაიდანს უარყოფით კონტექსტში მხოლოდ პუტინის პროპაგანდისტული ტელეარხები იხსენიებენ. შსს მინისტრს როგორც ჩანს ამის გახმოვანება დაავალეს. მანაც ეს დავალება პირნათლად შეასრულა. მთელი კრიტიკაც მასზე წავა. ეს მშვენიერი მაგალითია, რამდენად სახიფათოა, როდესაც გადაწყვებილების მიმღები სრულიად თავისუფალია თანამდებობრივი პასუხისმგებლობიდან და შეუძლია სრულიად დაუსჯელად დაუშვას უამრავი შეცდომა, ან ჩაიდინოს მომაკვდინებელი მავნებლობა.
ალბათ მიმიხვდებით, ვისაც ვგულისხმობ.
P.S. ძალიან საეჭვოა, რომ როგორც კი NATO-ს რაიმე ღონისძიება მიმდინარეობს საქართველოში, ახალი მთავრობა რაიმე სახის თვითსაბოტაჟს იტარებს ხოლმე.“– წერს რურუა.