-
2014-04-08 08:46
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ ევრომაიდნელები ოპოზიციის სნაიპერებმა დახოცეს“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა რუსულმა გამოცემამ „პოლიტონლაინ.რუმ“ ციტატები ალექსანდრე ჭიკაიძის ცნობილი ინტერვიუდან.
ინტერპრეტირებული სათაური ემყარება ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში ევრომაიდნის აქტივისტები ჩამოიყვანა და არეულობას, შედეგად კი – ხელისუფლების დამხობას გეგმავს.
გამოცემამ საქართველოს შს მინისტრის ინტერვიუს სარედაქციო მინაწერიც მოაყოლა:
„ბევრი იცინის ამ განცხადებებზე, მაგრამ თუ არ დავივიწყებთ მიხეილ სააკაშვილის შესვლას „კიევის ახალ ხელისუფლებაში“, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რევოლუციურმა უკრაინამ გადაწყვიტა, თავისი მეგობრებისთვის იმის ექსპორტირება მოახდინოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – ეს ევრომაიდანია...
მეორე მხრივ, საქართველოს შს მინისტრის განცხადებები ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც მან საჯაროდ წარმოთქვა სიტყვები: „თავადვე აპირებენ აქციის მონაწილეებისთვის ცეცხლის გახსნას“, – რითაც, ფაქტობრივად, დაადატურა ევროპელი დიპლომატების, ექსპერტებისა და მედიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ევრომაიდნელებს ოპოზიციის სნაიპერებმა ესროლეს და არა იანუკოვიჩის ხელისუფლებამ“, – წერს „პოლიტონლაინ.რუს“ რედაქტორი, მიმოიხილავს რა საქართველოს შს მინისტრის განცხადებებს.
სრული სტატია ორიგინალში
