
ლონდონთან ახლოს, კენტის საგრაფოში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 25 წლის პიჩეს გელდოფი – ცნობილი როკერის, The Boomtown Rats-ის ლიდერის ბობ გელდოფის შვილი.
მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. პოლიცია მეზობლებმა იმიტომ გამოიძახეს, რომ ძაღლი გაუჩერებლად ყეფდა, სახლიდან კი ჩამიჩუმი არ ისმოდა.
პიჩეს გელდოფი 1989 წელს დაიბადა და 15 წლისას უკვე ჰქონდა დებიუტი პრესაში – ის სვეტს წერდა ჟურნალ Elle–ისთვის. პიჩესი 16 წლიდან უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობდა.