
მას შემდეგ, რაც დონეცკში მზადყოფნაში მოყვანილი, სრული ეკიპირებით აღჭურვილი სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა და შტურმი დაიგეგმა, საოლოქო ადმინისტრაციაში დაბანაკებულმა რადიკალმა სეპარატისტებმა მოლაპარაკებაზე წასვლის მზაობა გამოხატეს.
მილიარდერ რინატ ახმეტოვთან ერთად ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მეთაურთან მოლაპარაკებაზე წასული ანტიმაიდნელები პირობას იძლევიან, რომ იარაღს დაყრიან და საოლქო ადმინისტრაციის შენობას გაათავისუფლებენ.