-
2014-04-07 19:42
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ექსპერტების გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ალექსანდრე ჭიკაიძისგან კონკრეტული ფაქტების წარმოდგენას ითხოვენ.
„როდესაც ჭიკაიძე საუბრობს, რომ ევრომაიდანი იგეგმება, ეს ძალიან ცუდი კონტექსტია, იმიტომ, რომ ევრომაიდანი აღქმულია მთელ მსოფლიოში დადებითად, ბრძოლა იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ჩააგდო უკრაინის ევროპული ინტეგრაცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის პროცესის ჩაგდებას არ გეგმავს. ამის შემდეგ თუ გამოვიდა ვინმე ქუჩაში და გააპროტესტა ეს ყველაფერი, მგონი ჭიკაიძეს არ უნდა ეწყინოს. იმედია აქამდე არ მივა საქმე“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.