ბაჩო ახალაია: ხელისუფლებას სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება აქვს გამიზნული

Image

საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა დღეს სააპელაციო სასამართლოში სიტყვის წარმოთქმისას საქართველოს ყოფილი პრემიემრინისტრი ბიძინა ივანიშვილი სერგო ორჯონიკიძეს შეადარა.

 

 

ახალაიას განცხადებით ივანიშვილმა ისარგებლა იმ მომენტით, როდესაც ყოფილი ხელისუფლება, რუსეთის მიმართ უპრეცენდენტო წინააღმდეგობის გაწევით იყო დაკავებული:

 

„ახალი ხელისუფლება კვლავ აგრძელებს საზოგადოების შოკირებას, რაც გამიზნულია იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს. სწორედ სამოქალაქო დაპირისპირება არის გზა, რომელსაც საქართველოს ხელში ჩააგდებინებს რუსეთს. ბიძინა ივანიშვილი 100 წლის შემდეგ მოიქცა ზუსტად ისე, როგორც სერგო ორჯონიკიძე.

 

მთავარი ამოცანა 2008 წლის შემდეგ იყო ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობა, რაც ჩაშალა არჩევნებმა და "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხებამ. ოპოზიციური პოლიტიკური პირები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ სამხედრო ფორმირებებზე, სწორედ აქედან გამომდინარე დავტოვე ქვეყანა, რათა დამატებითი ბიძგი არ მიმეცა და როდესაც ვითარება განიმუხტა, შემდეგ დავბრუნდი ქვეყანაში. ამ ყველაფრის მიზანი იყო შიდა სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს მაშინ არ მოხერხდა. ახლა კი ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების შოკირებას; ერთია, რას ლაპარაკობენ და მეორე, რა მოხდა სინამდვილეში. ეს ყველაფერი კი აღმოჩნდა, იმის მიზეზი, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიდა. პროკურატურა აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.

 

მოქმედი თავდაცვის მინისტრი ბევრს საუბრობდა და კარგად მახსოვს პრესკონფერენცია, რომელიც მან ჩაატარა უკანონო ბანდფორმირებებზე. სად არის ეს ბანდფორმირებები არავინ იცის, ანუ აღმოჩნდა, რომ ტყუილია. ხელისუფლება ცდილობს, სამოქალაქო დაპირისპირება შექმნა. ამას ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის დაბარება პროკურატურაში. ნატო-ს სამიტზე შეიძლება პროგრესი იყოს, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის თუკი ძლიერი სახელმწიფო არ ვიქნებით. თუმცა, თუკი ამ სახელმწიფოს უკან დგას სერგო ორჯონიკიძე, ნათელია, როგორც განვითარდება მოვლენები.

 

ჩემთვის მთავარია, ეს ადამიანები არ ჩასვან ციხეში. მე ზუსტად ვიცი, რომ ციხიდან არავინ გამიშვებს. თუკი რამეში დამნაშავე ვარ, პასუხი მაგებინონ მხოლოდ მე“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !