
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის თავზე რუსეთის სახელმწიფო დროშის ნაცვლად ისევ უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. დაპირისპირების დაწყებამდე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ მაიდნელები და ავტომაიდნელები, თუმცა, მათ შორის შეტაკება მაინც მოხდა.
დაახლოებით 300 მაიდნელი ხარკოვის ცენტრში, მოედანზე ფერადი ცარცით უკრაინის დროშას ხატავდა და მათ გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები:
«Мы за Конституцию, сепаратизм не пройдет»,
«Путин козел»,
«Харьков — это Украина»,
«Слава Украине»,
«Україна єдина»,
«Путін геть».
რაც შეეხება ასამდე ანტიმაიდნელს, რომლებიც შენობაში იყვნენ და იქედან მოუწოდებდნენ მაიდნელებს, მათ შეერთებოდნენ, ხელში ეჭირათ სსრ კავშირისა და რუსეთის დროშები, პლაკატები სტალინის გამოსახულებით, ასევე გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით:
«НАТО = фашизм»,
«Долой политику двойных стандартов»,
«Требуем уважения, а не террора».
ამასთან, პრორუსული მიტინგის მონაწილეები სკანდირებდნენ:
«Геть Бандеру»,
«Россия»,
«Референдум».