
დონეცკის ტელეცენტრში სროლის ხმა ისმის. უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა შენობის აღება სცადეს. ამ წუთებში ტელეცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები პატრულირებენ.
ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე კი აფეთქების ხმა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ დემონსტრანტებს თავს პრორუსულად განწყობილი მომიტინგეები დაესხნენ.
თვითმხილველთა განცხადებით, ასამდე ნიღბიანი, რომლებიც რეზინის ხელკეტებით არიან შეიარაღებულნი, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მანიფესტანტებს თავს დაესხნენ და უკრაინის დროშის წართმევა სცადეს.