
თათუხაშვილის საქმის მოწმე დაკითხვისას ადასტურებს, რომ შალვა თათუხაშვილმა მას აცვენა დაზიანებები და უთხრა, რომ მთავარ პროკურატურაში სცემეს,-ამის შესახებ გარდაცვლილის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს.
,,მოწმემ ჩვენებაში დაადასტურა, რომ გარდაცვალებამდე შალვა თათუხაშვილმა უთხრა მას, რომ პროკურატურაში სცემეს და უჩვენა სხეულზე არსებუკლი დაზიანებები.
სხვა გარემოებებთან ერთად, მოწმე გ. ასლამაზიშვილის ჩვენებით უტყუარად გდინდება, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გაყალბებულია. ამასთანავე დასტურდება, რომ შეუძლებელია შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი ყოფილიყო ალკოჰოკური ინტოქსიკაციით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა.“- აცხადებს ზაქარეიშვილი.
თათუხაშვილის საქმეზე მოწმე გიორგი ასლამაზიშვილი გასულ ღამეს დაიკითხა.