მშობლები თბილისის სკოლებში პედაგოგთა მხრიდან პრორუსული პროპაგანდის გამო ჩივიან

Image

თბილისში მდებარე რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა მშობლები შვილების ნაამბობზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ გაკვეთილებზე პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდა მიმდინარეობს და ამ საქმიანობით დაკავებულ კონკრეტულ სკოლებსა და პედაგოგებს ასახელებენ.

 

ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც რამდენიმე სკოლაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა გადაამოწმა, წერს, რომ რუსეთის მეგობრად წარმოჩენის, ხოლო აშშ-ისა და ევროპის „გარყვნილებად“ დასახელებით, ძირითადად, ისტორიის მასწავლებლები არიან დაკავებული:

 

„მე-60, 135-ე, 61-ე, 62-ე სკოლებში, ასევე სკოლა „ბალავარში“ ისტორიის მასწავლებელები გაკვეთილებზე ბავშვებს უხსნიან, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალია, ვინაიდან ამერიკა და დასავლეთი ახდენს ქართველის ერის გარყვნას, ნაციონალური იდენტობის მოშლას.

 

მე-60-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი კი აცხადებს, რომ რუსეთ საქართველოს ომი საქართველოს ბრალია და ომი რუსეთმა კი არა სააკაშვილმა დაიწყო. ამ სკოლებში მათემატიკის გეოგრაფიისა და ქართულის მასწავლებლებიც იგივე პროპაგანდას ეწევიან გაკვეთილებზე“.

 

„აფხაზეთის ხმამ“ სცადა, საჯარო სკოლებში, უშუალოდ დირექტორებთან გაერკვია, ხდება თუ არა მსგავსი ფაქტები მათდამი დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებებში და ამ მიზნით ზემოთჩამოთვლილ სკოლებს დაუკავშირდა:

 

მე-60 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გიორგაძე ჯერ ამ ინფორმაციის გამვრცელებელი მშობლის, შემდეგ კი პედაგოგის ვინაობით დაინტერესდა:

 

„იქნებ, უფრო კონკრეტულად მითხრათ, რომ მეც ჩავერთო და გავარკვიო, ვერ გეტყვით, რა ხდებოდა, უნდა ვიცოდე - იქნებ ისტორიის გაკვეთილზე საქართველო-რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობებზე იყო საუბარი, იქნებ რაღაც პროექტი იყო, ასე ზეპირად ძნელია თქმა.

 

თვითონ მე, სამი თვეა დირექტორი ვარ და 70-დე პედაგოგი მყავს სკოლაში, ყველას არ ვიცნობ ისე კარგად, რომ ზეპირად ვიმსჯელო, რა შეუძლიათ მათ თქვან გაკვეთილზე. ისე კი, აჯობებდა, მაგ მოსწავლეების მშობლებს ჯერ ჩემთვის მოემართათ, ჩემი კარი არავისთვის დაკეტილი არ არის“, - უთხრა მან „აფხაზეთის ხმას“.

 

ვალერი გიორგაძისგან განსხვავებით, 61-ე საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ღუდუშაური კატეგორიულად გამორიცხავს სკოლაში მსგავსი ფაქტის არსებობას:

 

„არა, არა, ეს უბრალოდ, სიცრუეა. ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს პედაგოგებს და მათგან ასეთი რამის თქმა და პროპაგანდა გამორიცხულია, ისტორიის მასწავლებლებიც გადასარევი მყავს“, - უთხრა მან „აფხაზეთის ხმას“.

 

რაც შეეხება 62-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მან „აფხაზეთის ხმას“ სთხოვა, რამენაირად მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია თუ პედაგოგის არა, იმ კლასის შესახებ მაინც, სადაც მსგავსი რამ მოხდა: „არა მგონია, ეგეთი ჩლუნგი პედაგოგები მყავდეს, მაგრამ თუ გადამიმოწმებთ, კონკრეტულად დავადგენ და გავერკვევი“, - განაცხადა თამარ მალაზონიამ „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში.

 

„აფხაზეთის ხმამ“, ჯერჯერობით ვერ მოახერხა ჩამოთვლილი საჯარო სკოლებიდან რამდენიმესთან დაკავშირება. თუ სკოლების ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის მათი მხრიდან პოზიციის საჯაროდ გამოხატვას, „აფხაზეთის ხმა“ სიამოვნებით გამოაქვეყნებს მათ კომენტარს.

 

„აფხაზეთის ხმა“ დაინტერესდა, არსებობდა თუ არა მსგავსი პრეცენდენტები წინა ხელისუფლების დროს, ანუ, ხდებოდა თუ არა სკოლებში პედაგოგების მხრიდან პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდა და ამის გასარკვევად განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა:

 

,,განათლების სისტემას ახასიათებს ინტერესთა კონფლიქტი, პედაგოგებს თავის ინტერესი აქვთ, სკოლის ადმინისტრაციას თავისი, მშობლებსა და მოსწავლეებს თავისი, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინტერესზე განათლების სისტემაში, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ბუნებრივია, სახელმწიფომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს პატრიოტიზმს განათლების სისტემაში.

 

ისრაელში, აშშ-სა და ნებისმიერ ქვეყანაში დანერგილია სახელმწიფოებრივი მიდგომების ჩამოყალიბება სკოლაში. რასაკვირველია, ეს არ კეთდება ისე, როგორც კომუნისტების დროს, როცა პარტისტორიას სწავლობდნენ.

 

როდესაც ბავშვები ისტორიას, ლიტერატურას სწავლობენ, მთავარი ინტერესები სახელმწიფოში არის დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბება და არ არსებობს საგანი „სამშობლოს სიყვარული“ - სიყვარული მოდის განათლებასთან ერთად.

 

ეგეთი პრობლემები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, იყო ყოველთვის, რადგან საქართველოში არის 60 ათასი პედაგოგი, ასაკი პედაგოგების საშუალოზე მაღალია, ანუ ბევრ პედაგოგს მოუწია საბჭოთა კავშირის დროს მუშაობა და იყო იდეოლოგიურად მოწამლული კომუნისტური რეჟიმით.

 

ასეთი პრობლემები ყოველთვის იქმნებოდა. იყო, არის და იქნება, ეს არის სუბიექტური მომენტი: ზოგი მისტირს საბჭოთა კავშირს, ზოგი რუსეთს,- ზუსტად ამაში არის სამინისტროსა და სახელმწიფოს როლი, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ასეთი პედაგოგების გავლენა ბავშვზე იყოს მინიმალური.

 

ამისთვის არსებობდა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, ამისთვის დაიწერა სახელმძღვანელო ,,300 წელი ოკუპაციის ფარგლებში“ - სამწუხაროდ, ეს პროექტი გაჩერებულია და, ასევე სამწუხაროდ, სახელმწიფო არაფერს აკეთებს რომ ხარვეზები ამ კუთხით გამოასწოროს. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა ყოფილი მთავრობის პერიოდში.

 

ახლა გინახავთ რომ ბევრი ბავშვი სკოლიდან დადიოდეს ოკუპაციის მუზეუმში? ან ტარდებოდეს კონკურსები ბავშვებში სწორედ პატრიოტიზმის მიმართულებით? ასეთი პროგრამები იყო უამრავი და, სამწუხაროდ, ახლა გაჩერებულია“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ დიმიტრი შაშკინმა.

 

შენიშვნა: ფოტო შერჩეულია თემატური კავშირის პრინციპით და ის არაა გადაღებული მასალაზე მუშაობის დროს

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !