
ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსმა სერჟანტმა უკრაინელი ოფიცერი დაცხრილა, რომელმაც ფიცისადმი ერთგულება გამოავლინა და მატერიკულ უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა, უარი თქვა რა ოკუპანტების არმიაში სამსახურზე.
ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმის მედიაცენტრი. მკვლელი რუსი სერჟანტის გვარია ზაიცევი, ხოლო მოკლულია ნომერ 1100 სამხედრო ნაწილის მაიორი კ.
ამავე ნაწილის კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე არტემ ერმოლენკო რუსმა სამხედროებმა სასტიკად სცემეს.