
დონეცკის კვალდაკვალ, სეპარატისტებმა ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის შენობაც აიღეს - შენობის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს.
შენობაში მყოფ თანამშრომლებს, ასევე ხარკოვის ცენტრში გამოსულ მაიდნელებს სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს და ამ გზით იხსნეს ფიზიკური ანგარიშსწორებისგან. ამის მიუხედავად, რამდენიმე ადამიანი მაინც დაზიანდა.